ხმები იმის შესახებ, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგონების ჯგუფი – Spice Girls სცენაზე ბრუნდება, გამართლდა. 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კოლექტივი მსოფლიო მუსიკას უბრუნდება.
თუმცა ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგონებს ვიქტორია ბექჰემი არ შეუერთდება, რადგან წარმატებულმა დიზაინერმა და 4 შვილის დედამ უფრო საინტერესო საქმიანობა იპოვა. ამასთან, მან დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ სცენაზე დაბრუნებას აღარ გეგმავს.