LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმი პანკისის ხეობას ტოვებს, თუმცა პოლიცია ხეობაში რჩება

315
pankisis-satemo-radio1

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების გადაწყვეტილება პანკისის ხეობის მოსახლეობასთან  შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს უთხრა, რომ ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობის 90% დაუჭერს ამას მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები