LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის შედეგად აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები არიან ლიკვიდირებულნი – დავით მაყიშვილი

79

უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით მაყიშვილის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტთა სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები არიან ლიკვიდირებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მოგვიანებით მაყიშვილი აღნიშნულ საკითხზე რუსთავი 2-საც ესაუბრა.

„მომწერა, რომ ლიკვიდირებულ იქნა აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის თანამშრომლები, მისი დაჯგუფების წევრები. ის მეგობრობს ერთ-ერთ ჩეჩენ მებრძოლთან რომელიც იყო აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრი და დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად ის იქნა ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევთან ერთად. დაახლოებით ოთხი დღის წინ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩატაევის მეგობართან, რომელმაც მას უთხრა, რომ იმყოფებოდა საქართველოში აჰმედ ჩატავეთან ერთად,“-განაცხადა თადარიგის პოლკოვნიკმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები