LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპეცოპერაციის დროს ტელეფონზე, ალბათ, გომელაურს ესაუბრებოდა“ – გოგაშვილის ცოლი შს მინისტრის მოადგილეს მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებს

86
თეა მარტყოფიშვილი

„სპეცოპერაციის დროს მათ ვუყვიროდი: თვალებით ამოგიცნობ-თქო. ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც“, – ამის შესახებ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფიშვილმა განაცხადა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

თეა მარტყოფიშვილი ძალადობაში სოსო გოგაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილეს, შალვა ბედოიძეს ადანაშაულებს.

გოგაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ბედოიძე დაკავების დღეს მათ სახლში შენიღბული იმყოფებოდა, დავალებებს გასცემდა და დაკავებულის ცემაშიც მოანწილეობდა.

„გამთენიამდე იყო ჩემს ოჯახში. შალვა ბედოიძეს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მისი ამოცნობა არ გამიჭირდება. ნიღაბი ეკეთა – შეიძლება ცხვირი, ტუჩი დამალო, მაგრამ თვალებს ვერ დამალავ. მე სპეცოპერაციის დროს მათ ვუყვიროდი: თვალებით ამოგიცნობთქო. ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც.

ტელეფონზე ესაუბრებოდა და ალბათ, ვახტანგ გომელაურს ესაუბრებოდა. ის დაბალი პოზიციის თანამშრომელს ხომ არ დაურეკავდა და ხომ არ მოახსენებდა, როგორი „წარმატებული“ სპეცოპერაცია ჩაატარეს მათ.

სამართლიანი სასამართლო და გამოძიება რომ არსებობდეს, წესით მათ დროებით უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება, რადგან შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალონ, თუმცა დღეს მე ამის მოლოდინი არ მაქვს.“ – განაცხადა მარტყოფიშვილმა.

„არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ „მასკარადში“ – რა წერია განცხადებაში, რომლითაც სოსო გოგაშვილი მოსამართლეს მიმართავს და პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები