LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის დროს მიყენებული ზარალი ადგილობრივებს სრულად აუნაზღაურდებათ

70

სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის პრესასთან ურთიერთობის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებას, მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის.

“მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს”, – აღნიშნა მან.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ტერორისტები არიან განლაგებული. მოხდა შენობის მოსახლეობისგან დაცლა.

დაკავებულია ერთი პირი, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

გიორგი აბდალაძის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები