LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების აღდგენას 300 000 ლარამდე დასჭირდება

73

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების აღდგენას 300 000 ლარამდე დასჭირდება. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, 8 ბინაში კოსმეტიკური რემონტის გარდა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაც არის საჭირო, რადგან ისინი სრულად განადგურდა. რაც შეეხება მცხოვრებლებს, მათი ნაწილ საკუთარ სახლებს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

თბილისის მერიის ლაბორატორიის სამსახურის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.