სამართალდამცველებმა ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ნავთლუღის ქუჩაზე ავტომობილში დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ისანში სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, თუმცა, მიზეზებზე კომენტარს ხვალ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ერთ-ერთ მოქალაქეს 10 ათას დოლარს სძალავდა.