გორის მუნიციპალიტეტის პარალელურად, ამ წუთებში სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციები, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.