სპეცოპერაცია ფონიჭალაში – სამართალდამცველები თითქმის ერთი საათია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ.
როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, სპეცოპერაციისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ან გადაზიდვას გულისხმობს.