სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ავრცელებს და წერს, რომ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებაც იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს, ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა.
„თუ ბავშვი უცნაურად იწყებს სექსუალურ თემებზე საუბარს, არ მოუყრუოთ, ის შეიძლება, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდეს“ – ბაია პატარაია
„ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მშობლის შიში და არ უნდა თქვას, მე თუ ამას ვიტყვი დედა ან მამა დამსჯის. “
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა.
მას ქალმა ხელი თავსა და სახეში, რამდენჯერმე დაარტყა.
პროკურატურამ ქალს ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობისთვის წარუდგინა.
ცნობისთვის, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავა.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:
ბათუმის სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე მამაკაცი პატიმრობაში დატოვა