LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა ყველაზე ხარისხიანი ავტომობილები გამოავლინეს – სიაში ამერიკელები ლიდერობენ

33
buick

ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. Power-მა 2022 წლის სამოდელო ხაზის ყველაზე ხარისხიანი ავტომობილების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც წესია, სიის შედგენისას ექსპერტებმა მფლობელთა საჩივრები გაითვალისწინეს და პრობლემების შეჯამებით თითოეულ მოდელს გარკვეული ქულა მიანიჭეს. რეიტინგში სამივე ლიდერი პოზიცია ამერიკულ ბრენდებს – Buick-ს (139 საჩივარი), Dodge-ს (143) და Chevrolet-ს (147) ხვდათ წილად, ბოლო ადგილი კი ყოველ 100 მანქანაზე 328 პრობლემით polester-მა დაიკავა.

გარდა „ამერიკელებისა“ ლიდერთა ხუთეულში მოხვდა კორეული ბრენდი Genesis, რომელიც პრემიუმ სეგმენტში საუკეთესოა და ასევე Kia, თითქმის ანალოგიური შედეგით. Genesis-მა გადაუსწრო Lexus-ს, რომელიც გასულ წელს მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო 2022 წელს მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

საშუალოზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს ასევე ისეთმა ბრენდებმა როგორიცაა – GMC(162 პრობლემა), Cadillac (163), BMW (165), Ford, Lincoln და Nissan (თითოს – 167), MINI (168), Toyota (172) და Mazda (180).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები