თბილისში “სპარის” თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილი 24 წლის მამაკაცია, რომელსაც ჭრილობა მარჯვენა ფერდქვეშ აქვს მიყენებული. როგორც ცნობილია, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომაროება ამ დროისათვის სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრონ გამოძიება უკვე დაიწყო. შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს დაიღუპა “სპარის” კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც თამდამსხმელმა ტრავმა თავის არეში მიაყენა. ის 30 დეკემბრიდან საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს-პაციენტი 21 იანვარს გარდაიცვალა.
თბილისში, თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა დაიღუპა