LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Space X-ის წარმატებული კოსმოსური მისია – ყველაზე მძლავრ რაკეტას მარსის ორბიტაზე  ელექტრომობილი TESLA ROADSTER მიაქვს

233

აშშ-ში, ფლორიდის სანაპიროზე მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან Falcon Heavy-იმ წარმატებული სტარტი განახორციელა.

ორბიტაზე, რომელიც მზიდან მარსის მიმართულებით არის გადაჭიმული, კომპანიის ხელმძღვანელის პირადი ავტომობილი,  2008 წელს გამოშვებული TESLA-ს პირველი ელექტრომობილი, წითელი ფერის TESLA ROADSTER  გაგზავნეს.  მანქანის საჭესთან სკაფანდრში ჩაცმული მანეკენი ზის.

ილონ მასკის განმარტებით, ავტომობილის უშუალოდ მარსის ორბიტაზე მოხვედრის შანსი მცირეა, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ის პლანეტის გარშემო მილიონობით წლის განმავლობაში იმოძრავებს.

Space X-ს რაკეტის წარმატებული გაშვება დონალდ ტრამპმა მიულოცა.

კოსმოსური ხომალდის სიმაღლე 70 მეტრია, მას 27 ძრავი გააჩნია და 1 მისიის ღირებულება 90 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც „შატლის“ მისიებთან შედარებით ბევრად იაფია.

https://www.youtube.com/watch?v=ws9C_UFvBGc

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები