LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი რატი ბრეგაძეს: ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით – მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში – იქ არის მისი ადგილი

180
BeFunky-collage (2)

ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით – პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი[მიხეილ სააკაშვილი] იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ საუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

როგორც სუბარმა აღნიშნა, სააკაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის, რაც მისი საეთერო გამოსვლებიდან კარგად ჩანს.

„ე.ი. სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“, – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები