LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი ხაიშში ადგილობრივებს და ხის საამქროების მფლობელებს ხვდება

69

ამ წუთებში პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ხაიშში ადგილობრივებს და ხის საამქროების მფლობელებს ხვდებიან. მათი თქმით, ხაიში და ჭუბერი ისევეა გადასარჩენი, როგორც ტყიბული.

„რამდენიმე ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს. ხალხთან ეკოლოგიის შენარჩუნებაზე, წარმოებაზე და ალტერნატიულ დასაქმებაზეც უნდა ვისაუბროთ. უახლოეს პერიოდში უნდა მომზადდეს დიდი შეხვედრა ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობასთან, სადაც ხე-ტყის თემაზე ვისაუბრებთ,” – განაცხადა სუბარმა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ხაიშის ტერიტორიის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდში გასხვისდა და ამ მიწების უკან დასაბრუნებლად სასამართლო დავები ამ დრომდე მიმდინარეობს. სწორედ ამ პრობლემის გამო ადგილობრივებისთვის ხის საამქროების დაკანონება ვერ ხერხდება.

„მოლაპარაკებების მთავარი თემაა, თუ როგორ უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში ხე-ტყის მოპოვება და რა ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნაა შესაძლებელი რეგიონში,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

საგამოძიებო სამსახური გუშინ დილით დილით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელ ჭუბერსა და ხაიშში ჩავიდა. სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები