LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

92

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ადვოკატმა ლევან პატარქალიშვილმა შუამდგომლობა დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომა 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები