მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქართულ ფენომენზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს:
„ორ-სამ კაცში კარგი თამადა ვარ, როგორც კი გადასცდება ხუთს, ათს და ოცს, მაშინ საზიზღარი ვხდები. ამის მიზეზი ისაა, რომ ამდენ გაფუჭებულს და გათახსირებულს ვერ ვადღეგრძელებ. შეიძლება, ყველა ერთნაირად ადღეგრძელო?! ამას რომ ბავშვი უყურებს, ფიქრობს, ნახე, ეს არაკაცი, როგორ ადღეგრძელესო და მერე იმ ბავშვში იზრდება ფარისეველი. იმის გამო, რომ ერთმანეთს სიმართლეს არ ვეუბნებით, ცუდი თაობები წამოვიდა.
სუფრასთან რომ უცხოელმა ჩამოიაროს, ქართველი გულწრფელად დაპატიჟებს და დალოცავს, თუნდაც იცოდეს, რომ ასი წელი არ შეხვდება. ამ დროს შეიძლება, თავის დედმამიშვილს დედა უტიროს. ეს საოცარი ფენომენია…“