სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გოგაშვილის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა. პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო.