LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOS! “ლეგბიტები” და არა – “ელ-ჯი-ბი-თი” – ლევან ღვინჯილია

701

“SOS! SOS! SOS! ლეგბიტები” და არა – “ელ-ჯი-ბი-თი”(!!!) – ამის შესახებ ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ უცხოენოვანი აბრევიატურის გადმოქართულება ან ქართული დასახელების აბრევიატურის გაკეთება პრობლემური საკითხია, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში თავს ხშირად იჩენს.

“ბევრი აბრევიატურა სწორად გაკეთდა და კიდევაც დამკვიდრდა: 
“გაერო”; “ეუთო”; “სემეკი”; “ცესკო”; “თიბისი”…

ამ ბოლო დროს გახშირდა LGBT-ს, როგორც აბრევიატურის, არასწორად გამოყენების ფაქტები : “ელგებეტე”; “ელჯიბით(ტ)ი და სხვა. 

რამდენადაც ქართულ ენაში ასონიშანთა დასახელება არ იმეორებს ლათინურის მოდელს, ამიტომ ლ-ს წარმოთქმა როგორს “ელ”-ისა, ან გ-სი, როგორც “ჯი”-სი, არასწორია და ეს არ უნდა დავამკვიდროთ.

შექმნილი ვითარებიდან არსებობს მარტივი გამოსავალი: ესაა ამ აბვრევიატურის გასიტყვება (რისი ტრადიციაც ჩვენს ენაში არსებობს) . 
ამ აბრევიატურის გამოყენება ზეპირი მეტყველების ან წერის დროს შეიძლება ასეთი სახით – “ლეგბიტები” ; მრავლობითის ფორმის გამოყენება კი აგვაცილებს აბრევიატურის შემდეგ კიდევ სხვა სიტყვის გამოყენების აუცილებლობას. 

მითუმეტეს, რომ სიტყვა “თემის” ხმარება აქ სრულიად უადგილოა.
შემოთავაზებული აბრევიატურა (მრავლობითის ფორმით) სინტაქსურად ნებისმიერი კონსტრუქციის სიტყვათშეხამებას, ფრაზას ან წინადადებას სულ ადვილად ეხამება.
ახლა მისი დამკვიდრება ჩვენი ჟურნალისტების მოწადინებასა და გულისხმიერებაზეა დამოკიდებული,”-წერს ღვინჯილია.

 

https://www.facebook.com/levan.gvinjilia.5/posts/1744304415579634?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები