ჯერ კიდევ 2020 წელს Sony ირწმუნებოდა, რომ ავტომობილების გამოშვებას არ გეგმავდა. თუმცა, ელექტრონიკის გამოფენის CES-2022-ის ფარგლებში კომპანიამ თავისი მეორე კონცეპტუალური ელექტროქარი წარადგინა და უფრო მეტიც, საავტომობილო დანაყოფის Sony Mobility-ს შექმნაც დააანონსა.
ახალი შოუ ქარი Vision-S 02 შვიდ ადგილიანი კროსოვერია, 4,9 მეტრის სიგრძისაა და Vision-s 01-ის სტილშია შესრულებული.
Vision-s 02-ს ჯერ-ჯერობით კონცეპტის სტატუსი აქვს და მისი სერიული ვერსია დადასტურებული არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ Sony Mobility გასაყიდი მოდელების აწყობას 2022 წლიდან დაიწყებს. კომპანიას უკვე აქვს თავისი საფირმო დიზაინი, რაც სწორ ხაზებს და ელეგანტურობას გულისხმობს.
მოდელი მოძრაობაში 2ძრავიან აგრეგატს მოჰყავს, თითოეულ ელექტროძრავს 272 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ 100 კმ-ს ელექტროქარი 5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია.