ორი გავლენიანი მწარმოებელი Sony და Honda შეამხანაგდა და ერთობლივი პროექტის წამოწყება გადაწყვიტა. მათ დააარსეს ახალი ბრენდი სახელად Afeela და სუპერ თანამედროვე ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ.
პარტნიორებმა საქმიანობა გაინაწილეს. Honda ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავაზე და სხვა მსგავს დეტალებზე იზრუნებს, ხოლო სენსორებზე, კამერებზე და აუდიო სისტემებზე – Sony იქნება პასუხისმგებელი.
მათი პირველი ავტომობილი ამერიკის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება და კონკურენციას Tesla-ს გაუწევს.