LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხური მედია აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

154
BeFunky-collage (2)

მთიან ყარაბაღში ვითარება დაძაბულია. სომხურ მედიაში აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

სომხეთში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში სამხედრო შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ვერტმფრენი, 15 უპილოტო საფრენი აპარატი, ათი ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგეს.

“მზად იყავით სამშობლოს დასაცავად” – ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა

ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია წარმატებულად ატარებს კონტრშეტევით ოპერაციას ყარაბაღში დაპირისპირების ხაზზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმაენეთს ადანაშაულებენ.ეუთო-მ, ევროკავშირმა და რუსეთმა მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

კავკასიიდან შემაშფოთებელი ამბები მოდის, ვლოცულობ მშვიდობისთვის: რომის პაპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები