“სომხეთის კონსტიტუციის 149-ე მუხლის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად.” – სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა და შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ მინისტრად დაინიშნა.
ფაშინიანის კანდიდატურა წარდგენილი იყო პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” მიერ, რომელიც, მიმდინარე წლის 20 ივნისს გამართული არჩევნების შედეგად, სომხეთის პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.
სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა სწორედ დღეს განაახლა და პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ფიციც დადეს.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, პირველ შეხვედრაზე იგეგმება სპიკერისა და ვიცე-სპიკერის, ასევე მუდმივი კომისიების ხელმძღვანელების არჩევა.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში 3 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. ახალ მოწვევის პარლამენტს 107 წევრი ჰყავს, მათგან 71 “სამოქალაქო შეთანხმების”პარტიას წარმოადგენს, სწორედ ამ პარტიამ წარადგინა ფაშინიანის კანდიდატურა.