“სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა,” – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი წავიდა, 75-მა კი – კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ პარტიების “აყვავებული სომხეთისა” და “გაბრწყინებული სომხეთის” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგებით სომხეთში, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო.
თუკი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც არ აირჩევენ, რომელიც ერთ კვირაშია დაგეგმილი, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
ნიკოლ ფაშინიანი გადადგა – სომხეთში არჩევნები 20 ივნისს გაიმართება