LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთიდან შემოტანილი გაყინული თევზი უკან გაიგზავნა – შემოსავლების სამსახური მიზეზს ასახელებს

37
თევზი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

“საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები