LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთიდან აჭარის მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

12

სომხეთიდან აჭარის მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. პირდაპირი ფრენების დანიშვნის აუცილებლობის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ბათუმში სომხეთის გენერალურმა კონსულმა ეღიშე ფარგსიანმა ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პირდაპირი ავიამიმოსვლა ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და კულტურისა და ტურიზმის განვითრების საკითხებზე გამახვილდა. ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის.

“აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია არსებობს. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს”, – აღნიშნა მთვრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები