აზერბაიჯანი და სომხეთის საზღვარზე შეტაკებას რამდენიმე სამხედრო ემსხვერპლა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი წერს, რომ სომხური მხარისთვის გაურკვეველი მიზეზით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უაზის ტიპის ავტომობილით სომხეთის საზღვრის დარღვევას შეეცადნენ.
„სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, მიატოვეს ავტომობილი, მოწინააღმდეგის სამხედროები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 13:45 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩვენი პუნქტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, მათ წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გავხსენით. მათ უკან დაიხიეს, აქვთ დანაკარგი. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს“, – წერს სტეპანიანი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მათივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიღო დანაკარგი და უკან დაიხია.
„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას“ , – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.