LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი – მხარეები ზარალს იუწყებიან

130
WAR

სომხეთ-აზერბაიჯანის მხარეები კონფლიქტის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. სომხური თავდაცვის უწყების პრესსპიკერის განცხადებით, მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ, კერძოდ, მათ ჯავშანტექნიკის შემტევი ჯგუფი გაანადგურეს

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით კი, ინტენსიური ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და სომხურ მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. მათი ინფორმაციით, სომხების ერთ ტანკი, საბრძოლო მანქანა და 10 ჯარისკაცი საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს.

მსოფლიო ამავდროულად მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები