სომეხმა მეხანძრეებმა საქართველოს ქალაქი ხანძრისგან გადაარჩინეს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სომხური ონლაინ მედია.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სომეხმა მეხანძრეებმა ქალაქ წაღვერში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს.
22 აგვისტოს საქართველოში, რვა მეხანძრე – მაშველთა ბრიგადა და ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა გამოაგზავნა, ასევე ერთი მობილური სასწრაფო დახმარების მანქანაც. თუმცა წაღვერში სომხეთიდან ჩამოსულ დამხმარე ძალასთან ერთად ქართველი მეხანძრეები, ცეცხლის გაჩენის დღიდან მუშაობენ.
საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში სხვა მეზობელი ქვეყნებიც ეხმარებიან.
ხანძარი ბორჯომში 20 აგვისტოს გაჩნდა. მისი სრულად ლოკალიზება, ამ დრომდე არ მომხდარა.