LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოლიდარობა ტყიბულს” – აქციის მონაწილეები დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას ითხოვენ

83

“სოლიდარობა ტყიბულს” ამ სლოგანით, ექვსი დაღუპული მეშახტის პატივსაცემად უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „აუდიტორია 115”-ის წევრ ლევან ლორთქიფანიძის განმარტებით, ისინი მომხდარის გამო ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომასა და ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ.მისი თქმით, პარლამენტში ეკონომიკის სფეროში ყველა პროგრესულ კანონს დიმიტრი ქუმსიშვილი აფერხებს და ეკონომიკური პოლიტიკა ადამიანის ნაცვლად ინვესტიციებზეა მორგებული.

ჩვენ ორი მოთხოვნა გვაქვს. პირველი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს და ამის სიმბოლო ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომა იყოს. მეორე მოთხოვნაა, სახელმწიფომ რაღაც სტრატეგია ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმა შეიმუშაოს, რომ მთელი ეს დასაქმება ერთ საწარმოზე დამოკიდებული არ იყოს“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეები თეთრი ყვავილებით მივიდნენ.

აუდიტორია 115 პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები