პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ თათია სამხარაძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება“.
„არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, არამედ მათაც, ვისი გაშავებითაც თავის მცირე რაოდენობის იდიოტ და მოძალადე მხარდამჭერებს გამოკვებავს.
დღეს, მთელი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგა*დონის უღირსი საქციელი“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, „POS TV“-ის ეთერის საპასუხოდ თათია სამხარაძე ფეისბუკზე, საკუთარი სახლიდან ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ სახეზე დალურჯებები არ აქვს.
„ჩემი სახლიდან, სადაც მამაჩემთან ერთად ვიმყოფები, ვწერ ვიდეოს, მაშინ როცა POS TV-ზე გადის გადაცემა, სადაც ლაპარაკობენ, რომ თითქოს ვიმყოფები დიმა ჩიქოვანის სახლში და იქიდან ვერ გამოვდივარ იმიტომ, რომ მაქვს დალურჯებები, არანაირი დალურჯება როგორც ხედავთ არ მაქვს“, – ამბობს სამხარაძე.
გაავრცელეთ!!! ამათ უნამუსობას არ აქვს საზღვარი! პოსტივი ლაივში ახალა მსჯელობს, რატომ არ გამოვდივარ დიმა ჩიქოვანის სახლიდან, მათი ვერსიაა რომ მაქვს დალურჯებები! მინდოდა პირდაპირ სასამართლოში წამეღო ყველა მასალა, მაგრამ ყელში მაქვს უკვე ეს ბინძური კამპანია!! პ.ს. ბოდიში აღელვებული ვარ საშინლად! მივმართავ აქვე საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgiaს, იქნებ დაინტერესდეს რა ტერორის ქვეშ მიწევს ცხოვრება და როგორ მანადგურებს სახელმწიფო, პოსტივის საშუალებით!
Posted by Tatia Samkharadze on Sunday, March 26, 2023