ამ დრომდე მძიმეა სოკოთი მოწამლული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ორი პაციენტი რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
[related_news id=”227974″ align=”left”]
ასევე მძიმეა რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობაც. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მოწამლულები ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. სამივეს სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნება.