Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სოკოს ქართულ საწარმოში დარღვევები აღმოჩნდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოკოს ქართულ საწარმოში დარღვევები აღმოჩნდა

176
960-94b2d4bd26457e75c496d307541528b7

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს „თეთრი ქუდის” კუთვნილ სოკოს საწარმოში ინსპექტირება განახორციელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენების აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს. ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა. კომპანიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს კომპოსტის დამზადება სავალდებულო, შესაბამისი გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, ჯარიმა განსაზღვრულია 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები