სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ჰყვება, როგორ უწევდა მუშაობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.
ნათია ბანძელაძე იხსენებს, როგორი ვითარება იყო 2000 წელს სოხუმის ქუჩებში.
„#აფხაზეთიჩემიქვეყანაა
#რუსეთიოკუპანტია
ბავშვობის შემდეგ, ნაომარ სოხუმში პირველად, როგორც ჟურნალისტი ისე მოვხვდი. ის ემოცია დღემდე მახსოვს, პირველივე ჩასვლაზე არძინბა, მის სამუშაო კაბინეტში საკუთარი ხელით გადავიღე. კადრიც კი მახსოვს, დაბალ სავარძელში ფეხი ფეხზე გადადებული „გამარჯვებულის ხიბლში“ მყოფი, არაღიარებული არძინბა! ის სიტყვებიც და ინტონაციაც კი მახსოვს სარკაზმით და საკუთარი თავის ხიბლში ჩავარდნილმა, როგორ იკითხა „ამ გოგომ თუ იცის ჩემს კაბინეტში პირველად რომ ვაძლევ გადაღების უფლებასო“. მის ამ რუსულ რეპლიკას იქვე ვუპასუხე ქართულად, – შემიძლია საერთოდ არ გადავიღოთქო, კამერა დემონსტრაციულად ჩამოვწიე და კარისკენ დავიძარი, არ ელოდა „პასმატრი ნანევო კაკაია სმელაია“- ო . ჩემმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რას ნიშნავდა მაშინ თუნდაც 15 წამიანი არძინბას კადრი, რომელიც არცერთ შეხვედრას არ ესწრებოდა, რომელიც გაეროს ეგიდით „შერიგების“ მიზნით იმართებოდა. გიჟივით მიხაროდა მაშინაც და დღესაც, კადრებიც და თან ჩემი აზრით ვითომ „არ შეპუება“ და მისი არაღიარება! რომელსაც, თავად ღმერთი ეგონა საკუთარი თავი იმ ტერიტორიაზე!!!.
მას შემდეგ, ჟურნალისტად ბევჯერ მომიწია ჩასვლა აფხაზეთში, სტალინის აგარაკზე გამართული მრგვალი მაგიდის გასაშუქებლად. ისიც კარგად მახსოვს, აეროპორტში მისულს, გაფრენამდე მანქანის კაპოტზე როგორ ვაწერდით ხელს გაეროს წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ოფიციალურ დანართს, რომ კონფლიქტის ზონაში გადაფრენისას ვათვიცნობიერებდით რეალურ საფრთხეს და თუ „რამე“ მოხდებოდა არც არავინ იყო დაზღვეული. ასე ვიფრინეთ წლები, უშედეგოდ, ხან არძინბას წასვლას ველოდებოთ, ხან თბილისელი ბაღაფშის იმედი გვქონდა… ბოლოს 2000 წელს ვიყავი, უამინდობის გამო, პირველად დარჩა ქართული დელეგაცია კონფლიქტის ზონაში, ნეიტრალური ტერიტორია შეირჩა გაეროს ოფისი, წამოსვლამდე ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნით, სოხუმის ქუჩებში გაგვატარეს. უსიცოცხლო, დანგრეულ გაუფერულებულ ქალაქში, ახალი მხოლოდ, დანგრეულ კედლებზე მიმაგრებული რუსული შიფტით დაწერილი ქუჩის სახელები შეგვხვდა. სანაპიროზე, ჟანგიან, დანგრეულ სკამებზე კი მოხუცები ჭადრაკს თამაშობდნე და რუსულად საუბრობდნენ…
#რუსეთიოკუპანტია“, – წერს ნათია ბანძელაძე.
#აფხაზეთიჩემიქვეყანაა
#რუსეთიოკუპანტია
ბავშვობის შემდეგ, ნაომარ სოხუმში პირველად , როგორც ჟურნალისტი ისე მოვხვდი . ის…Posted by Jesika Szikora on Wednesday, 27 September 2023