Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„სოხუმსა და ცხინვალს კერძო ინვესტიციები სჭირდება და რუსი ინვესტორები მის განსახორციელებლად მზად არიან“ – დიმიტრი ვოლვაჩი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმსა და ცხინვალს კერძო ინვესტიციები სჭირდება და რუსი ინვესტორები მის განსახორციელებლად მზად არიან“ – დიმიტრი ვოლვაჩი

170
ფგკტყჯ

„რუსი ინვესტორები მზად არიან „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში“ ინვესტიციები განახორციელონ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, რომელსაც „ეხო კავკაზი“ ავრცელებს, ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარების გარდატეხა სახელმწიფო პროგრამებით ნაკლებად სავარაუდოა და სწორედ ამიტომ კერძო ინვესტიციაა საჭირო.

„ჩვენ და თქვენ გვჭირდება კერძო ინვესტიცია. რუსი ინვესტორები მზად არიან განახორციელონ ეს ინვესტიციები “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში“, – განაცხადა მან.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების წილის ზრდაზე მიუთითა.

„მაგალითად, 2013 წელს ჩვენი საკუთარი შემოსავლების წილი “სამხრეთ ოსეთის” ბიუჯეტში 7 პროცენტი იყო, ახლა თითქმის 20 პროცენტია, აფხაზეთის რესპუბლიკაში 40%-დან 50%-მდე გაიზარდა.

ვიმედოვნებთ, რომ რესპუბლიკების ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და საკუთარი შემოსავლებისა და ხელფასების ზრდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე, ზოგადად, რესპუბლიკებში იქნება მიღწეული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები