LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმის აეროპორტის გახსნა გადაწყდა: „უკვე გამოინახა ინვესტორი”

80
thumb

სოხუმის აეროპორტის ამოქმედებისთვის უკვე გამოინახა ინვესტორი, რომელიც რუსულ კაპიტალსა და ინვესტიციებს უკავშირდება“ – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასს“ ავრცელებს.

ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2024 წლისთვის დააანონსა. აეროპორტის ე.წ. დირექტორის, ვიაჩესლავ ეშბას თქმით კი, უკვე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და დიზაინერები ძველი ასაფრენი ბილიკის საფარს იკვლევენ, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი გამოყენება საწყის ეტაპზე, ძირითადი შეკეთების გარეშე.

ცნობისთვის, სოხუმის აეროპორტს 3640 მეტრის დიდი ზოლი, ორი მთავარი და ხუთი მოსახვევი ბილიკი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები