„სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს. შემთხვევა ოზურგეთში, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 130 ლარამდე თანხა გაიტაცა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.