”სოკარ ენერჯი ჯორჯია” ახალ წელს მუსიკალური სადგურებით ხვდება. თბილისის ექვს და საქართველოს მასშტაბით ათ სადგურზე საახალწლო მუსიკა უკრავს.
გარდა ამისა, დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ”სოკარის” სადგურებზე საახალწლო განწყობა შეიქნება მუსიკოსების ცოცხალი შესრულებითაც.
“სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ზუბიტაშვილის თქმით, თითო მუსიკოსი დღის გარკვეულ მონაკვეთში სადგურზე შესული მძღოლებისთვის პერსონალურად დაუკრავს.
”მუსიკალური სადგური გულისხმობს უკეთეს განწყობას, მეტ პოზიტივს, დადებით მუხტს, რომელსაც გადავცემთ იმ მომხმარებელს, რომელიც შემოვა „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე. ჩვენს ყოველდღიურობაში ასეთი არაორდინალური შტრიხის შეტანა საინეტერესო იქნება მომხმარებლისთვის და ვიმედოვნებთ, ისინი კმაყოფილები დარჩებიან” – განუცხადა ”ფორტუნას” ზუბიტაშვილმა.
მისივე თქმით, ეტაპობრივად, ყველა სადგური გამუსიკალურდება.
გარდა ამისა, როგორც ”სოკარში” აცხადებენ, კომპანია რებრენდინგის პროცესშია და ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს.