LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოჰო ბათუმი“ ამ სეზონზე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების კონცერტებს შემოგთავაზებთ – გია გუმბერიძე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

243
leqsseni

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კლუბ „SOHO“- ს წარმომადგენელი, გია გუმბერიძე სტუმრობდა, რომელმაც ზაფხულის სეზონზე დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.

გია, მოგვიყევით კლუბში „სოჰო” დაგეგმილი კონცერტების შესახებ. რომელი ქართველი და უცხოელი არტისტები წარდგებიან მსმენელის წინაშე?

დავიწყებ იმით, რომ ამ რთული პანდემიური პერიოდის შემდეგ ყველა მოწყურებული ვართ გართობას და კარგი დროის ტარებას, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით მსმენელის იმედების გამართლებას. ჩვენთან კონცერტები ყოველდღიურად არის დაგეგმილი, მაგალითად, 5 ივლისს „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი გაიმართება, 6 ივლისს მასტერის, 7 ივლისს „გუფილენდის“, 8 ივლისს ლექს-სენის, 9 ივლისს – ლელა წურწუმიას. აღსანიშნავია, რომ ლელა, როგორც ყოველთვის, ახლაც გრანდიოზულ კონცერტს გვიმზადებს, ჯგუფ „ნონსტოპთან“ ერთად. 10 ივლისს მეგი გოგიტიძის კონცერტი არის დაგეგმილი, 11 ივლისს ზუკა ხუციშვილი იმღერებს ბენდთან ერთად, 12 ივლისს ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ გამართავენ საღამოს. 16 ივლისს ძალიან დიდი ღონისძიება, დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო არის დაგეგმილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საღამოში უამრავი მომღერალი იღებს მონაწილეობას. სპეციალურ სტუმრად ნინო ქათამაძეც გვეყოლება. 22 ივლისს სტეფანე გამართავს კონცერტს და სრულიად განსხვავებული პერფორმანსით წარდგება მსმენელის წინაშე. 28 ივლისს რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ამ საღამოში გაერთიანებულია 18 მომღერალი, რომლებიც მსმენელის წინაშე რუსას ოქროს ჰიტებით წარდებიან. 30 ივლისს უცნობის კონცერტი გაიმართება, 31 ივლისს კი ბექა გოჩიაშვილი წარდგენა მსმენელის წინაშე.

როგორც აღნიშნეთ, ჩვენთან არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ვარსკვლავებიც იქნებიან. 17 ივლისს „Max the sax“-ის გრანდიოზული შოუ გაიმართება. ჩამოგვყავს სტეფან ბინიაკი, რომელიც ყოველ წელს არის ხოლმე ჩვენი სტუმარი და რომელსაც თავისი ერთგული მსმენელი ჰყავს. სტეფან ბინიაკის საღამო 29 ივლისს გაიმართება. აგვისტოში ლუი ოსტინიც გვესტუმრება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ მიუხედავად უკრაინისთვის საკმაოდ რთული წელისა, ივან დორნი ესტუმრება „სოჰოს“ და 11 აგვისტოს უკრაინისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არ არის, რადგან კონცერტების ჩამონათვალი ძალიან დიდია. ყველა საღამო ძალიან გამორჩეული და განსხვავებული იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ მსმენელი ძალიან ისიამოვნებს აღნიშნული ღონისძიებებით.

 

დეტალური ინფორმაცია კონცერტების შესახებ იხილეთ „SOHO“-ს ფეისბუკ გვერდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები