LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო წიკლაური გაგუდვით ან მოხრჩობით არის გარდაცვლილი – საბერძნეთის პოლიცია

84

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი გოგონას, სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ინფრომაციას ათენში საქართველოს კონსული, გალაქტიონ პაიჭაძე ავრცელებს.

ამ ეტაპზე კონსულს არა აქვს იმფორმაცია ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.

„გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ვიცით, რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ექსპერტიზის პასუხები ორშაბათს იქნება ცნობილი. გვითხრეს, რომ გაგუდვით ან მოხრჩობით არის გარდაცვლილი,“ – განაცხადა კონსულმა.

გალაქტიონ პაიჭაძის ინფორმაციით, გარდაცვლილის ორი თვის ჩვილი საავადმყოფოში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„უკვე ჩაურტარდა შესაბამისი გამოკვლევები და შეიძლება ითქვას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა გასარკვევია, ვის მიანდობენ ბავშზე ზრუნვის პრივილეგიას,“- აღნიშნა პაიჭაძემ.

კონსულის თქმით, გარდაცვლილთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მამაკაც, რომელიც ასევე ეროვნებით ქართველია, სასჯელს საბერძნეთის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. პაიჭაძის ინფორმაციით, მამაკაცი მიმდინარე წლის მაისში დააკავეს.

სოფო წიკლაურის მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, როდესაც ახლობლებმა სოფოს ცხედარი ნახეს, პატარა დამამშვიდებელი აბების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები