სოფო შევარდნაძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე მკითხველს წიგნს შესთავაზებს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ უბრალოდ, ვიტყვი. წიგნი დავწერე. ძალიან პირადული და ამასთანავე, მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, მათთვის, ვისაც 2020 წლის ახალი რეალობა აშინებს.
ამ გაზაფხულის კარანტინის პერიოდში ვეცადე დავფიქრებულიყავი, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში.
წიგნის სახელწოდებაა „დღევანდელობის მომავალი“. ის ყველა ჩვენგანზეა, პირადულ და გლობალურ კრიზისზე, იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი ადგილი მესამე მსოფლიო ომის შემდეგ და რა ცვლილებები იქნება ხელოვნებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და მეცნიერებაში.
საკმაოდ შეშინებული ვარ, კარგი და ცუდი გაგებით, როგორც ცივ წყალში გადახტომის წინ და ასევე, როგორც მნიშვნელოვანი არდადეგების წინა საღამოს.
თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, აღნიშნავს ტელეწამყვანი.