სოფო შევარდნაძემ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საკუთარ პროფესიაზე და წარმატებებზე ისაუბრა. ის “რაშა თუდეის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა და ინტერვიუები აუღია არაერთი პოპულარული სახისგან. თავს ჟურნალისტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ უფრო მეტად ინტერვიუერია.
სოფო შევარდნაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თავს დედამიწაზე საუკეთესოდ გრძნობს:
“როდესაც მარსის კოლონიზაციაზე ლაპარაკობენ, ძალიან მეცინება. თქვენ გენდომებოდათ მარსზე ცხოვრება? მე – არა. არასდროს დავტოვებდი დედამიწას. მე მიყვარს ჩემი საქართველო. მე მიყვარს ჩემი რუსეთი და არსად წასვლა არ მინდა, არც მთვარეზე. თავს დედამიწაზე მშვენივრად ვგრძნობ. არ ვაქცევ ყურადღებას არც პესიმისტურ, არც ოპტიმისტურ პროგნოზებს. ვიცი, რომ ჩვენი თაობის მიზანი უნდა იყოს დედამიწის გადარჩენა, რომ მასთან ერთად ჩვენც არ გავქრეთ”, აღნიშნავს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი.