LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო შევარდნაძე დედა გახდა

860
შევარდნაძე-სოფო

42 წლის სოფიკო შევარდნაძე დედა გახდა. რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტმა ბიჭს ანდრია დაარქვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. ამ დროისთვის, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

ცნობილ ტელეწამყვანს  პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა.

ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ. თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები