მომღერალი სოფო ნიჟარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე უკვე მივიდა. ნიჟარაძემ უწყება სუს-იდან გუშინ მიიღო.
როგორც მომღერალმა “მოდულის” შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაკითხვაზე დაბარება “სასაცილო და აბსურდულია,”რადგან სატელეფონო ჩანაწერი ფაბრიკაციაა. ამის მიუხედავად, ნიჟარაძე ამბობს, რომ რადგან კითხვები არსებობს, მზად არის პასუხის გასაცემადაც.
რაც შეეხება კითხვას, რა აკავშირებთ მას და მიხეილ სააკაშვილს, სოფო ნიჟარაძემ განმარტა, რომ ისინი მეგობრები არიან.
დაკითხვაზე დაბარებულია თემურ ჯანაშიაც, რომელსაც უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახსენებენ.