ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, არანაირი ჰომოფომიური განცხადება კომიტეტში არ გაკეთებულა.
რატომ აქვს კომიტეტს ჩანაწერი გაკეთებული 17 მაისის გამართვასთან დაკავშირებით- ამ კითხვას სოფო კილაძემ არ უპასუხა.
როგორც მან ჟურბალისტებს განუცხადა, ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და გამოხატოს ის.
“ყველა ადამიანი არის დაცული კანონით და კონსტიტუციით. ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა და დანარჩენი, დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქედან გამომდინარე, მიდის ყველაფერი კანონისა და წესის დაცვით”- განაცხადა სოფო კილაძემ “თანასწორობის მოძრაოვის” აქციის საპასუხოდ.