სამოქალაქო აქტივისტის, დავით ქაცარავას მეუღლე, სოფო ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოხალისეები დავით ქაცარავასთან ერთად უკვე გაემგზავრნენ უკრაინაში.
„დათო ქაცარავას მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება – ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელიავ რანუნი…
რომ დარჩენილიყო, რატომ დარჩა…
რომ წავიდა, სად მიდის, აქ რატომ არ რჩება…
უკაცრავად, რა ქნას, ბოლო-ბოლო?
ხო, წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და დაუდიათ…
გთხოვთ, უბრალოდ, მშვიდობით დაბრუნება უსურვეთ ბიჭებს ყველამ!!!!
#СлаваУкраїні
#მშდობითდაბრუნდი“.