ახლახან უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დათო ქაცარავამ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის სისხლში ზარინის კვალი აღმოჩნდა, ხოლო მის თანამებრძოლებს ასევე აქვთ მსგავსი პრობლემა და მკურნალობა სჭირდებათ.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ fortuna. ge დაუკავშირდა დათოს მეუღლეს, სოფო ხაჭაპურიძეს და მასაც გამოკითხა ეს ამბავი დაწვრილებით.
სოფო ხაჭაპურიძე:
მე რაც ზუსტად ვიცი, დათო არის კარგად, ისე, არავითარი სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება, თუ რამ ჰქონდა სისხლში, წარსულშია და თავისით მოერია ორგანიზმი.
დანარჩენი მოწამლულების სიტუაცია ისაა, რაც დათომ დაწერა. მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდებათ. სხვადასხვა ტიპის სიმპტომი აქვთ.
იმედია, ეს არაა სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ ძალიან საყურადღებოა.
ალბათ, შენთვის ძალიან რთულია, როდესაც ასეთ ინფორმაციას იგებ…
მანამდე ვიცოდი ბიჭების მოწამვლის ამბავი და ვიცოდი, რომ დათო ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იყო.
როდის ჩამოდის საქართველოში?
ზუსტი თარიღი ნამდვილად არ ვიცი. ყველას იმედი გვაქვს, რომ სიმბოლური 9 მაისის შემდეგ…