“სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლოს, ვაქცინირებული უნდა იყოს მოსახლეობის მინიმუმ 60% !! ეს უკვე უტოპიაა!!!!” – წერს სოციალურ ქსელში “მედგიდის” დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე და კლინიკებში, ვაქცინირებულებისთვის გამოყოფილი ცარიელი სივრცეების ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ჯაფარიძე წერს, ქვეყანაში არ არსებობს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია, რისი შედეგიც არის დღევანდელი მდგომარეობა:
“21.09.2021
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა საქართველოში! (სამივე ფოტო დღეს არის გადაღებული სხვადასხვა კლინიკაში).
მოსახლეობის მხოლოდ 19,3% არის ვაქცინირებული!
სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლოს, ვაქცინირებული უნდა იყოს მოსახლეობის, მინიმუმ, 60% !! ეს უკვე უტოპიაა!!!!
ქვეყანაში არ არსებობს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია, რისი შედეგიც არის დღევანდელი მდგომარეობა!
ასე ხდება, როდესაც სახელმწიფოსთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მეასეხარისხოვანია!!” – წერს ჯაფარიძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ:
21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა.
სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 25.2%-ია.
ბოლო 24 საათში, ვაქცინა 15 096 ადამიანმა გაიკეთა.