სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს სენაკში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით, სადაც მაკა ზამბახიძესა და ელენე ფოჩხუასთან ერთად მონაწილეობდა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია მომღერლების ჰონორარების შესახებ.
სოფო ბედია:
„მოკლედ, ჩამიგდეს სქრინი სოციალურ ქსელში, რომ თურმე სენაკელებს მე ლუკმა წავართვი პირიდან. რომ წერ, როგორ დაწერა, ხომ გააჩნია? ცინიზმითა და შეურაცხყოფით არის გაჟღენთილი და თან, მტკნარი სიცრუე, არ უნდა შეგრცხვეს? თორემ მე რომ არტისტი ვარ, ვმღერი და ამაში ფულს ვიღებ, ვინმეს უკვირს ეს ამბავი, ამას ახსნა-განმარტება სჭირდება? უბრალოდ, გაბერილი თანხები ეწერა და არ იყო დაკონკრეტებული…
ის, რომ 2018 წლიდან 2021 წლამდე 13 000 ლარი მაქვს აღებული სენაკის მუნიციპალიტეტიდან, მტკნარი სიცრუე და ტყუილია. სენაკში 2017 წელს ვიმღერე, 2018 წელი რომ დგებოდა – საახალწლო კონცერტზე და წელს ორჯერ ვიმღერე – 25 დეკემბერს და 3 იანვარს. სამეგრელოში ორჯერ კი არა, რვაჯერ რომ მიმიწვიონ, ვინმეს უნდა ვკითხო? იქაურ მსმენელს ძალიან ვუყვარვარ…“