LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

241
unnamed (13)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, ნოზაძეს ინფექცია განმეორებითი ტესტირებით დაუდგინდა. განცხადებაში წერია, რომ მინისტრის მოადგილე  მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უცნობია იური ნოზაძე საქართველოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებული 24-ე ადამიანი თუ ბოლო მონაცემებით, არსებულ 23 პაციენტში შედის. მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე მონაცემები არ განახლებულა. ამ ეტაპზე, კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. 124 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, ხოლო 46 სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ არის.

როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები